workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუარდიოლა: “ძალიან რთული მატჩი გველის”

გუარდიოლა: “ძალიან რთული მატჩი გველის”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ შაბათს განაცხადა, რომ “ბარსას” “კალდერონზე” ძალიან რთული მატჩი ელის. იგი ასევე ჟურნალისტებს ერიკ აბიდალის არ ყოფნის მიზეზებზეც ესაუბრა.

პეპ გუარდიოლა: ” “ატლეტიკო მადრიდი” ისტორიული გუნდია, მაგრამ მოგება შესაძლებელია. სანჩეზ ფლორესს ძალიან ორგანიზებული გუნდი ყავს. ისინი შეტევებში ნამდვილად არ მოიკოჭლებენ, რაც უკვე ყველასთვის ცნობილია. მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლიათ. ძალიან რთული მატჩი გველის ისეთ სერიოზულ გუნდთან, რომელმაც წელს უკვე “ევროპის სუპერ თასის” მოპოვება შეძლო”.

“როგორც მოგეხსენებათ, ერიკ აბიდალი პირადი მიზეზების გამო ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს. მას ძალიან მოხუცი ბებია და ბაბუა ყავს. ახლა კი მისი ბაბუა ავადაა და ერიკმა მთხოვა, რომ ეს დღეები მასთან ერთად გაეტარებინა, რაზეც უარი არ მითქვამს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward