ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ Marca-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია კარლეს პუიოლის გადაწყვეტილების გამო.
შეგახსენებთ, 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ პუიოლი გეგმავდა დაესრულებინა სანაკრებო კარიერა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
”მე არ ვარწმუნდებდი კარლეს რომ დარჩენილიყო. მე მას მხოლოდ ვუთხარი, რომ ძალიან დასანანი იქნებოდა, თუ ის არ ითამაშებდა 100 მატჩს ესპანეთის ნაკრებში. ამ დროისთვის ამ მიღწევით მხოლოდ რაულს, სუბისარეტასა და კასილიას შეუძლიათ იამაყონ. ჩვენ ხშირად გვესმის კალათბურთელების მიღწევა, რომ მათ თავიანთი 150 და მე-200 მატჩი ჩაატარეს ნაკრებში. ფეხბურთელებიც ამისაკენ უნდა ისწრაფოდნენ. პუიოლის გარდა ნაკრებში 100 მატჩის ჩატერების შანსი აქვთ ჩავისა და ტორესს” – განაცხადა დელ ბოსკემ.

დელ ბოსკე: ”მინდა პუიოლი რაულსა და დანარჩენებს გაუთანაბრდეს”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.