ანგარიში 5-1 გამანადგურებელია, მაგრამ შეიძლებოდა ბერძნებს საერთოდ ვერ გაეტანათ. საკმარისია გადავხედოთ მატჩის სტატისტიკას.
– ”ბარსამ” თამაშში 1113 პასი გააკეთა, ბერძნებმა 333.
– გვარდიოლას შეგირდებმა კარის მიმართულებით 28_ჯერ დაარტყეს, ”პანათინაიკოსმა” მხოლოდ ერთხელ.
– საჯარიმოში ჩაწოდებებიც ”ბარსას” მხარესაა. 27-4
– კატალონიელები პასის სიზუსტეშიც უკეთესები იყვნენ. მათ 820 სწორი გადაცემა გააკეთეს, ბერძნებმა მხოლოდ 108.
– ალვეშმა პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ასევე მისი მეორე თავური გოლი იყო ”ბარსას” შემადგენლობაში. პირველი გოლი 2008-09 სეზონში მალაგას გაუტანა. (6-0)
– ეს მატჩი ამ სეზონში პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო პუიოლისთვის. ამ თამაშამდე მან მცირე პრაქტიკა გამპერის თასზე მიიღო.
– მაქსველმა არ ითამაშა. ეს პირველი თამაშია, რომელიც მან გამოტოვა 30 იანვრის შემდეგ. მას შემდეგ მან ზედიზედ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სეზონის ბოლოს ტრავმის გამო მან ”ვალიადოლიდთან” მატჩი გამოტოვა, მაგრამ სეზონის სტარტს ფორმაში შეხვდა და ოთხ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
– აბიდალი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში ხუთივე ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
– ვილიას ლიგაზე გოლი 2007 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.
– ასევე დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე ხავიერ მასკერანოს ”ბარსას” მაისურით.
