როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” პირველი მატჩი, “ბარსელონასა” და “პანათნაიკოსს” შორის. როგორც ყოველთვის ახლაც”ნოუ კამპი” სავსე იყო გულშემატკივარით, მათ შორის კი მსოფლიო ვარსკვლავებიც იმყოფებოდნენ…
მატჩის ერთ–ერთი დამსწრე ესპანელი კალათბურთელი, პოლ გასოლი იყო. იგი ადრე “რეგალ ბარსაში” თამაშობდა, ახლა კი “NBA”-ში, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ღირსებას იცავს. პოლი მატჩს მეორე ტაიმში შემოუერთდა. მის მსგავსად საყურებლად ასევე ალეხანდრო სანზი და აინჰოა არტეტა იმყოფებოდნენ. მეორე ტაიმის დაწყების წინ კი პოლ გასოლმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ჩვენ დიდებული გუნდი გყავს. მათი ყურება ყოველთვის სასიამოვნებას მანიჭებს და ვიმედოვნებ, რომ მეორე ტაიმით ძალიან ნასიამოვნები დავრჩები.” ვფიქრობ “ბარსას” პოლისთვის იმედები არ გაუცრუებია.
სხვა მხრივ, ანდალუსიელმა პოპულარულმა მომღერალმა, სანზმა “ბარსას” თამაში ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიასა და სერგეი რახმანინოვის “Third Concerto”-ს შეადარა. მან ასევე თქვა, რომ “ბარსას” გულშემატკივრობა იმის მერე დაიწყო, როდესაც გუარდიოლა “ბარსას” პირველ გუნდში ჩაირიცხა.
თამაშის შემდეგ სანზს ქონდა ბედნიერება გასახდელში ფეხბურთელებს შეხვედროდა. იგი “ბარსას” ფორმაში გამოწყობილი ვიხილეთ, რომელზეც “ბარსას” ფეხბურთელთა ხელმოწერები იყო დატანილი. ასევე “ბარსას” პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი მის კონცერტს, “Palau Sant Jordi”–ში დაესწრება.


