workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: ”შევეცდებით გამოვასწოროთ ”ერკულესთან” დაშვებული შეცდომები”

ბუსკეტსი: ”შევეცდებით გამოვასწოროთ ”ერკულესთან” დაშვებული შეცდომები”

”ბარსელონას” ნახევარმცველმა თავისი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური მატჩის წინ და ისაუბრა მისი მნიშვნელობის შესახებ გუნდში. ”ეხლა ჩვენ მხოლოდ ”პანათინაიკოსთან” გასამართ თამაშზე ვფიქრობთ და ვცდილობთ გამოვასწოროთ ”ერკულესთან” მატჩში დაშვებული შეცდომები. ყოველი მომდევნო სეზონი წინა სეზონზე რთული ხდება. იმედი მაქვს პრიმერას ჩემპიონობისთვის წელს უფრო მეტი გუნდი იბრძოლებს. ჩემი აზრით ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიცია იცვლება და ის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საჭიროა შეტევაში ჩართვა და ამასთანავე დაცვაზე დახმარება. 22 წლის ასაკში რომ ვიფიქრო ყველაფერი ვიცი ეს შეცდომა იქნება, თუმცა თავს უფრო გამოცდილად ვთვლი და ყოველ დღე ვსწავლობ” – ბუსკეტსის საუბარს Sport.es_ი ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში