workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გჯეროდეთ მათი!”

“გჯეროდეთ მათი!”

“თუ ფიქრობ, რომ ამ ფეხბურთელებში ეჭვი მეპარება, ცდებით. შეიძლება მათ ჩაატარონ საშინელი სეზონი, მაგრამ მათი ყოველთვის უნდა გჯეროდეთ! ” განაცხადა გვარდიოლამ ბერძენ ჟურნალისტთან, რომელიც დაიმედებული იყო “ერკულესთან” თამაშის შემდეგ.

“ჩვენ შეიძლება ვეთამაშებოდეთ უძლიერეს გუნდს, მაგრამ მათი ძალები არ ვიცოდეთ. მხოლოდ სახელი არაფერს ნიშნავს. მთავარია რას შემოგვთავაზებენ ისინი. ჩვენ შეიძლება შეცდომა დავუშვათ ლა ლიგაში, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ამას არავინ გაპატიებს.”

გვარდიოლამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას აქვს ფეხბურთელებზე გაბრაზების საბაბი, თუმცა პეპს ძალიან კარგად ესმის მათი. ” მეც ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი,რას ნიშნავს შენი გულშემატკივრის წინაშე იწვნიო მარცხი. როდესაც გუნდი თამაშს ვერ იგებს, ამაში დამნაშავე ან მწვრთნელია, ან ფეხბურთელები. მომხდარში ორივე მხარეა დამნაშავე.”

პეპმა გულშემატკივრები გაამხნევა და განაცხადა, რომ მათ უნდა ახსოვდეთ ფეხბურთელების მიღწევები: ” რა თქმა უნდა წარსულით არ უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ ფეხბურთელებმა ექვსი ტიტული მოიგეს!”

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში