”ბარსელონა”-”ერკულესის” მატჩის გმირმა, ნელსონ ვალდესმა კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის სენსაციურ გამარჯვებაზე. პრიმერას ახალწვეულმა “კამპ ნოუზე” ზეიმი სწორედ პარაგვაელი თავდამსხმელის დუბლით შეძლო.
”მწვრთნელმა გვაყურებინა ”ბარსელონასა” და ”ინტერის” საჩემპიონთალიგო შეხვედრა, მას ჩვენ თამაშის დღეს ვუყურეთ. ჩვენ ”ინტერივით” არ გვითამაშია, უკეთ ვითამაშეთ” – განაცხადა ვალდესმა – ”ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ამაზე და მე ეს ოცნება ამიხდა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაკლუბელებს, რომლებმაც მთელი ძალა დახარჯეს, რათა ანგარიში 2-0 ყოფილიყო. მთელი პარაგვაი ამ თამაშზე საუბრობს. ყოველდღე არ ხდება, რომ ”ბარსელონას” ორი გოლი გაუტანო”.

ნელსონ ვალდესი: ”ბარსას” წინააღმდეგ “ინტერზე” უკეთ ვითამაშეთ”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.