“ბარსა ბ”–მ პირველი გუნდის მსგავსად თამაში 8 საათზე დაიწყო და ასევე პირველი გუნდის მსგავსად სამარცხვინოდ წააგო. მათ გასვლითი მატჩი, “კართაგენასთან” ქონდათ და თამაში ანგარიშით, 5:1 დათმეს.
შემადგენლობა: ოიერი, მონტოია, ლოზანო, ფონტასი, მუნიესა, სერხი, ტიაგო, კარმონა (ბენხა მარტინეზი 66′) ბერხონი (ილიე სანჩეზი, 46′), ნოლიტო, სორიანო.
გოლები: კალა (17′), ტოჩე (26), ტონი მორალი (47′,65′), ბენხა (84′) ვიქტორი (93′).
მთავარი არბიტრი: ოკონ არაიზი.
გაფრთხილებები: ნოლიტო (17′), მონტოია (55′).
მთელი მატჩის განმავლობაში “ბარსა ბ” გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ შეძლო, კერძოდ კი ეს 84–ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა ბენხამ გააკეთა.
შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ ეს იყო პირველი მარცხი ახალგაზრდებისთვის. “ბარსა ბ”–მ თავისი სათამაშო სტილი და სისწრაფე ვერ აჩვენა და ამიტომაც დამარცხდნენ. “კართაგენამ” ისინი თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.
დაცვაში ბევრი სულელური შეცდომა იყო დაშვებული. მეშვიდმეტე წუტზე კი მეკარე ოიერიც არ ჩამოუვარდა საკუთარ თანაგუნდელებს და მისი შეცდომის გამო ანგარიში გაიხსნა. გოლი კალას ანგარიშზეა.
10 წუთის შემდეგ მარცხენა ფლანგიდან ბოტელოს შესანიშნავი თამაშის შემდეგ ტოჩემ ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა. მუნიესა და ჯონათან სორიანო კი შეტევებში იყვნენ გართულნი, მაგრამ გოლის გატანა ვერც ერთმა ვერ შეძლო.
“ბარსა ბ”–ს დასაკარგი აღარაფერი აღარ ქონდა. შესვენებიდან დიდი შემართებით გამოვიდნენ, მაგრამ 47–ე წუთზე ტონი მორალიმ ახალგაზრდებს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ანგარიში 3:0 გახდა.
65–ე წუთზე, ტონი მორალიმ კიდევ ერთხელ მოახერხა და გაიტანა გოლი. “ბარსა ბ” კი დანებებას არ აპირებდა, მაგრამ 84–ე წუთზე გატანილი გოლის მეტი ვერაფერი მოახერხეს. მეტიც, ბენხას გოლს ვიქტორმა 93–ე წუთზე უპასუხა და საბოლოო ანგარიში 5:1 დაფიქსირდა.
ახლა ლუის ენრიკეს გუნდს მატჩები “ელჩესთან” და “ნუმანსიასთან” აქვთ ჩასატარებელი. ისინი უნდა ეცადონ და “კართაგენასთან” დაშვებული შეცდომები სათანადოდ გამოასწორონ.
ლუის ენრიკე: “ჩემი გუნდის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი. დღევანდელ მატჩში ჩვენ ფაქტობრივად ყველა ბრძოლა წავაგეთ და ასე გაგრძელება არ შეიძლება. პირველ 25 წუთში 2 გოლი გავუშვით, რაც ფსიქოლოგიურად ჩვენზე ძალიან იმოქმედა. მეორე ტაიმის სტარტზე კი აღარაფერს ვამბობ. ჩვენთვის სეგუნდა ახალი ხილია და ნელ–ნელა ვეჩვევით. ჩვენ მომავალში, დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვაპირებთ.”



