workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარცხი 16 თვის შემდეგ

მარცხი 16 თვის შემდეგ

“ბარსელონა” გუშინ ლა ლიგაში საკუთარ მოედანზე “ერკულესთან” 0:2 დამარცხდა. “ბარსამ” ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე ბოლოს მარცხი 16 თვის წინ განიცადა.

თითქმის წელიწად ნახევრის წინ “ბარსელონამ” იგემა მარცხი “ოსასუნასგან”, 2008/2009 წლის სეზონში. 16 თვის შემდეგ კი “ბარსამ” წააგო “ერკულესთან” თანაც ორი ბურთის სხვაობით. ასევე აღსანიშნავია, რომ აქამდე გვარდიოლას მეთაურობით “ბარსელონას” არც ერთ ტურნირზე საკუთარ მოედანზე მატჩი ორი ბურთის სხვაობით არ წაუგია. ეს მართლაც შესანიშნავი ტენდენცია გუშინ ნელსონ ვალდესის დუბლმა დაარღვია.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში