workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”ერკულესი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა”–”ერკულესი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეორე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს “ბარსელონა” და “ერკულესი” დაუპირისპირდნენ. კატალონიელებმა, 16 თვე ნოუ–კამზე დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, “ერკულესთან”  სამარცხვინოდ, 0:2 წააგეს. გთავაზობთ ფეხბურთელების მიერ თამაშის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.

“ჩვეულებისამებრ, “ბარსელონა” სწრაფად და ლაღად თამაშობს, თუმცა დღეს ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენ ვართ იმაში დამნაშავე, რაც მოხდა. პირველ ტაიმში გოლი რომ გაგვეტანა, თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. ახლა ყველაზე მთავარია დავივიწყოთ ეს მარცხი და ვიფიქროთ უფრო მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რომელიც სამშაბათს უნდა გავმართოთ. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “პანათინაიკოსია” ჩვენი მეტოქე. ბერძნების დამარცხება ადვილი საქმე ნამდვილად არაა. მოგებისთვის და გულშემატკივრების გახარებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.” –განცხადა ერიკ აბიდალმა.

“ყველანაირად ვეცადეთ, თუმცა გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ახლა მთავარია ისე გავაგრძელოთ თამაში, როგორც ამას “ერკულესთან” შეხვედრამდე ვაკეთებდით. საჭიროა ეს მარცხი დავივიწყოთ და “პანათინაიკოსთან” გასამართ მატჩზე გადავერთოთ. სამშაბათს ჩვენს გულშემატკივრებს დღეს მიყენებულ ტკივილს დავავიწყებთ.” –განაცხადა ვიქტორ ვალდესმა.

“გუნდი ბოლო წუთებამდე ცდილობდა მატჩში გარდატეხის შეტანას, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. დღეს “ბარსელონა” “ბარსელონას” ნამდვილად არ ჰგავდა. სამშაბათს თქვენ იხილავთ სულ სხვა “ბლაუგრანას”. მთავარია განვაგრძოთ ვარჯიში. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გველის და ვეცდებით წარმატებებს მივაღწიოთ. რაც შეეხება მასკერანოს, დროთა განმავლობაში შეეჩვევა კატალონიურ კლუბში თამაშს. მთავარი ისაა, რომ მან უკვე შეიგრძნო “ბარსელონა”, როგორც თავისად.” –განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

“ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ და მოედანზე თავს კონფორტულად ვგრძნობდი. სამწუხაროდ წავაგეთ და მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: “ერკულესმა” თავის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.” –განაცხადა ხავიერ მასკერანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში