workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩის მიმოხილვა: “ბარსელონა”  0:2  “ერკულესი”

მატჩის მიმოხილვა: “ბარსელონა” 0:2 “ერკულესი”

შაბათს საღამოს, მილიონობით ადამიანი დიდი სენსაციის მომსწრე გახდა. 13 წლის შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა “ერკულესმა” პრიმერას მეორე ტურში, კატალონიური გრანდი, “ბარსელონა” ანგარიშით, 0:2 დაამარცხა. ორივე გოლი პარაგვაელ ნელსონ ვალდესის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებას შეიძლება გმირულიც ვუწოდოთ. “ერკულესი” 90 წუთის მანძილზე დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს გვიჩვენებდა, მაგრამ შეძლეს და გაიტანეს 2 გოლი. მეკარე ვალდესის გმირული ნახტომები, რომ არა თამაში შეიძლება 0:3 დასრულებულიყო.

რბილად, რომ ვთქვათ, ბარსას” მხრიდან ეს იყო საშინელი თამაში. თამაში ისე მიმდინარეობდა, თითქოს “ბარსას” მოგება არ სურდაო. მგონი მათ ფორმა და მოტივაცია დაკარგული აქვთ.

პირველი 25 წუთის განმავლობაში თამაში “ერკულესის” ნახევარზე მიმდინარეობდა. “ბარსა” უტევდა, “ერკულესი” კი თავისთავად საკუთარ კარს იცავდა. იყო რამდენიმე საგოლე მომენტი, მაგრამ ყველაზე რეალური მაინც ბოიანის მიერ გაფუჭებული ბურთი გახლავთ. ვილიას შესანიშნავი პასის შემდეგ მაქსველი მარცხენა ფლანგზე ძალიან სწრაფად დაიძრა და ჩაწოდებაც შეძლო, მაგრამ როგორც ჩანს ახალი 9–იანი ამ ბურთს არ ელოდებოდა და გოლის გატანა ვერ შეძლო.

ყველაფერი ჯარიმის შემდეგ აირია… ჯარიმა, რომელიც მატჩის ერთ–ერთი დებიუტანტის, ხავიერ მასკერანოს გამო დაინიშნა. ბურთთან დრენტე მივიდა, რომელმაც თავისმხრივ ძალიან კარგად ჩააწოდა. ამ ჩაწოდებამ გუნდში არეულობა გამოიწვია. პირველი დარტყმის მოგერიება მეკარემ შეძლო, მაგრამ დამატებაზე მეკარე ვალდესს, თავდამსხმელმა ვალდესმა აჯობა და ანგარიში გაიხსნა.

გულშემატკივარი “ბარსასგან” შტურმს ელოდა, მაგრამ დიდი ვერაფერი შეიცვალა. პირიქით, “ერკულესს” ანგარიშის გაზრდის შანსი ქონდა, მაგრამ ვიქტორ ვალდესის კარგი სეივების წყალობით, პირველი ტაიმი ანგარიშით, 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მოედანზე ჩავი (მასკერანო) და პედრიტო (ბოიანი) შემოვიდნენ. “ბარსამ” ტრადიციული შეტევები დაიწყო, მაგრამ დიდად თამაში არ გაუმწვავებია. “ერკულესი” მედგრად იდგა დაცვაში და “ბარსას” არ ატარებდა. ისინი ხომ დიდ ისტორიას ქმნიდნენ.

პედროს პასის შემდეგ, 50–ე წუთზე გოლის გატანა ჩავის შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი “ერკულესის” კარს აცდა. სამაგიეროდ 9 წუთში პარაგვაელმა, ნელსონ ვალდესმა ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი ფეხბურთის ისტორიაში. მან მეორე გოლის გატანაც შეძლო. მან ხომ “კამპ ნოუზე” დუბლი შეასრულა!

ეს შედეგი ალბათ ნორმალურია იმ ფეხბურთელთათვის, რომლებმაც 2 საერთაშორისო მატჩი ჩაატარეს და რომლებსაც ერთად მომზადებისთვის დრო,მხოლოდ 2 კვირა ჰქონდა.

ასეთი წაგება შოკის მომგვრელია. უბრალოდ დაიღალნენ ფეხბურთელები… მესი, ვილია, ინიესტა, ან თუნდაც ჩავი. არც დაცვითი ხაზი ვარგოდა და არც თავდასხმითი. ახლა კი კიდევ ერთხელ ისმის კითხვა: როგორ აპირებს გუარდიოლა 19 ფეხბურთელით თამაშს?

ამ მატჩს უკვე აღარანაირი ფასი აღარ გააჩნია. ახლა უკვე მთელი ყურადღება მომავალ ტურზეა გადასატანი, სადაც “ბარსა” გასვლით მატჩს გამართავს “ატლეტიკო მადრიდთან”.

იმედია “ბარსა” აწი ჭკუას ისწავლის და ისეთი დაბალი დონის გუნდებს, როგორიცაა “ერკულესი”, სერიოზული თვალით შეხედავს.

წინ რთული და საინტერესო სეზონი გველოდება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში