workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქულების დაკარგვის საშიშროება!

ქულების დაკარგვის საშიშროება!

მოგეხსენებათ, ხოსეპ გუარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში ,,ბარსელონას” არც ერთი სანაკრებო მატჩის შემდომი თამაში არ წაუგია და ასეთი სულ ცხრაა. მაგრამ ამ ცხრა თამაშიდან კატალონიელებმა ექვსი ფრედ დაამთავრეს, რაც ქულების დაკარგვის საშიშროებაზე მიგვითითებს, რომელსაც, შესაძლოა, ,,ბარსელონამ” ამ უქმეებზე გვერდი ვერ აუაროს.

შაბათს ,,ერკულესთან” მატჩი იმიტომაა სახიფათო, რომ ეს იქნება პირველი თამაში შესვენების შემდეგ, ეროვნული ნაკრებების თამაშების გამო, რომელ მატჩებშიც მონაწილეობდა ,,ბარსელონას” უამრავი ფეხბურთელი. ასეთ ვითარებაში, გუნდმა ორჯერ მეტი ფრე ითამაშა, ვიდრე მოიგო.
გასულ სეზონში, საერთაშორისო წყვეტები იყო სულ ოთხჯერ და ყოველივე ამის შემდეგ, ,,ბარსა” უცვლელად თამაშობდა გასვლაზე; მან გამარჯვების მოპოვება შეძლო მხოლოდ ერთხელ, დაამარცხა რა ,,ხეტაფე” 2:0. დანარჩენ სამ მატჩში ,,ბარსამ” თითო ქულა მოიპოვა. ,,ვალენსიასთან” ითამაშა 0:0, ,,ატლეტიკოსთან” 1:1 და 2:2 ,,ალმერიასთან”.
2008–2009 წლის სეზონში შესვენება იყო სულ ხუთჯერ, დასვენების დამთავრების შემდეგ ,,ბარსამ” იმარჯვა მხოლოდ ორჯერ. კატალონიელებმა დაამარცხეს ბილბაოს “ატლეტიკი” და ,,ვალიადოლიდი” ერთი და იმავე ანგარიშით – 1:0, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ სამ მატჩს, სამივე ფრედ დაამთავრეს ,,რასინგთან” და ,,ხეტაფესთან” 1:1, ხოლო ,,ბეტისთან” 2:2.

უძლეველი 10 წლის განმავლობაში.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ,,ბარსას” არ წაუგია თავისი პირველი მატჩი პირველი პაუზის შემდეგ. წელს კი კატალონიელთა კონკურენტი ,,ერკულესია”. ,,ბარსამ” ამ 10 თამაშიდან 7 მოიგო და 3 ფრედ დაამთავრა. გატანილი გოლების სხვაობა კი ასეთია 21:3.
,,ბარსას” ეს თამაშები უწევდა სუსტ გუნდებთან. სამაგიეროდ 2 წლის წინათ, ,,ბარსას” ქულები ,,რასინგმა” აართვა და 2007–2008 წლის სეზონში ფრენკ რაიკაარდის შეგირდებმა სტუმრად პამპლონაში, ,,ოსასუნასთან” 0:0 ითამაშეს. 2000–2001 წლებში კი ,,ბარსამ” წაიბორძიკა ,,რაიო ვალიეკანოსთან” და 1:1 ითამაშა.

ცნობილი განადგურება ანოეტეში
2000–2001 წლის სეზონში, ,,საერთაშორისო დასვენება” დამთავრდა მეხუთე ტურისთვის, რომელშიც ,,ბარსა” თამაშობდა ხავიერ კლიმენტეს ,,რეალ სოსიედადთან” და მან გაანადგურა მეტოქე ანგარიშით 6:0. გოლები გაიტანეს: სიმაომ, ლუის ენრიკემ,რივალდომ(2) და ალფონსომ2).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward