ალბათ დამეთანხმენით, რომ ამქვეყნად ყველაფერს თავის მნიშვნელობა გააჩნია. ტყუილად არაფერი იქმნება, მათ შორის არც ფერები. ადამიანები ფერებს უძველესი დროიდან იყენებდნენ გრძნობების გამოსახატავად. დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა, რატომ არის ”ბლაუგრანა” ”ბარსელონას” ფერი? მე შევეცდები გაგცეთ პასუხი ამ კითხვაზე. კატალონიელები ”ბლაუგრანას” ლურჯს და მეწამულ წითელს უწოდებენ.
მეწამული წითელი:
მისი სიმბოური მნიშვნელობა მრავალფეროვანია და ხშირად ურთიერთ გამომრიცვახიც. წითელი ფერი სიხარულის, სილამაზის, სიყვარულის მანიშნებელია. წითელი ფერი ძირითადი ჰერალდიკური ფერია, ის ხშირად ბრძოლის აღმნიშვნელია.
ლურჯი:
იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა, აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას და სიმყარეს. ჰერალდიკაში კი-სიბრძნეს, სიმართლეს, ერთგულებას და სიკეთეს აღნიშნავს.
”ბარსას” გერბში ასევე გვხვდება ნარინჯისფერი და თეთრი ფერები:
ნარინჯისფერი:
ნარინჯისფერი ოცნების ფერია.
თეთრი:
თეთრი სისუფთავის, სიწმინდის, სიხარულის სიმბოლოა. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ეს ფერი მიწიერებისგან მოცილებულ, სულიერ უბრალოებას აღნიშნავდა.
აი ამ ყველაფერს აღნიშნავს ”ბარსელონა” სიმბოლურად, მაგრამ ეს მხოლოდ სიმბოლო არაა. ეს თვისებები და გრძნობები ამ გუნდშია თავმოყრილი, ჩემი აზრით სწორედ ესაა ”ბარსელონას” წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.
კატალონიაში ცაც კი ”ბლაუგრანას” ფერია…
