ბოლო ორი სეზონია ვალდესი ძალიან კარგად ასპარეზობს. იგი გუნდისათვის საიმედო ფეხბურთელია, როდესაც იგი კარში დგას, “ბარსელონას” მცველები კარგად გრძნობენ თავს. “ბარსელონას” სათადარიგოთა მეკარემ ხოსე მანუელ პინტომ ვარჯიშის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიქტორ ვალდესს უფრო მეტი შეუძლია.
“ძალიან დატვირთული კვირაა ფეხბურთელებისათვის. ძალიან ბევრი ფეხბურთელი წასული იყო სანაკრებო თამაშებზე ახლა დაბრუნდნენ, 2 დღეში მატჩი გვაქვს “ჰერკულესთან” და შემდეგ ლიგის თამაში. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალას მოითხოვს, მაგრამ ვფიქრობ ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება.
ძალიან ბევრი ჩვენი კრიტიკოსი აცხადებს, რომ “ბარსელონას” პირველ გუნდში მხოლოდ და მხოლოდ 19 ფეხბურთელია, რაც მათთვის ძალიან ცუდია და ამ რაოდენობა ფეხბურთელებით “ბარსელონას” თასების მოგება ძალიან გაუჭირდება. მინდა მათ ვუპასუხო, რომ არ აღელდნენ, რადგან ჩვენ 19 ფეხბურთელითაც შევძლებთ ვიბრძოლოთ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად”.
“ბარსელონას” ახალი მეკარეების მწვრთნელი ყავს, ეს გახლავთ კარლეს ბუსკეტსი. “ჩვენ მას ძალიან მალე შევეჩვიეთ, მასთან ადაპტირება არ გაგვიჭირდა. ჩვენ მასთან კონტაქტი ადრეც გვქონდა, თავიდანვე მასთან კარგი ურთიერთობა დავიჭირეთ”.
პრესკონფერენციის დასარულს პინტომ ლეო მესიზეც ისაუბრა. “მოხარული ვარ ლეოს გამარჯვებით. მან შესანიშნავად ითამაშა და ძლიან ეფექტური გოლიც გაიტანა. იმედია ახლა მაინც შეძლებს იგი გააჩუმოს კრიტიკოსები, რომლებიც მის ნაკრების თამაშთან დაკავშირებით საუბრობენ. გამოჩნდა, რომ მესი ერთ–ერთი უმთავრესი ფიგურაა არგენტინის ნაკრების”. პინტომ თავის ახალ ვარცხნილობაზეც ისაუბრა. “ასეთი ვარცხნილობა მე ადრეც მქონდა, ეს ვარცხნილობა ჩემთვის ძალზე კომფორტულია, ამიტომაც გადავწყვიტე გამეკეთებინა თმა ისე, როგორც ჩემთვის კომფორტული იქნებოდა”.