workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “სასიამოვნოა მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში”

მესი: “სასიამოვნოა მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში”

ლეო მესიმ 1 დღით ადრე ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრამდე ისაუბრა ჟურნალისტებთან და განაცხადა, რომ სასიამოვნოა მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში.

“ესპანელები ახალი მსოფლიოს ჩემპიონები არიან, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან სასიამოვნოა. ხვალ ბუერნოს–აირესი ძალიან კარგ და სანახაობრივ მატჩს უმასპინძლებს”. არგენტინელმა ვარსკვლავმა გაამახვილა ყურადღბა იმაზე, რომ ეს მატჩი განსაკუთრებით კარგი იქნება გულშემატკივრებისათვის. “გულშემატკივრები ამ მატჩს სულმოუთმენლად ელიან, ისინი ძალიან ლამაზ და ლაღ ფეხბურთს იხილავენ. მართალია,  მატჩი ამხანაგური იქნება, მაგრამ არგენტინა მაინც ბოლომდე იბრძოლებს. “ალბისელსტეს” საკუთარ კედლებში უბრძოლველად მატჩის დათმობა არ სჩვევია”.

წყარო: Marca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში