workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს კატალონიის ნაკრები კაპე ვერდეს დაუპირსპირდება

დღეს კატალონიის ნაკრები კაპე ვერდეს დაუპირსპირდება

დღეს, საღამოს 19:00 საათზე, “Estadi Olímpic Lluís Companys”-ს სტადიონზე კატალონიის ნაკრები კაპე ვერდეს შეხვდება. ახლა, შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე არსებულ ტრადიციაზე, როდესაც კატალონიური კლუბი შობამდე ყოველთვის მართავს ამხანაგურ მატჩს. ეს წელიწადი, გარდა სპორტული კომპონენტებისა, გამოსარჩევია პოლიტიკური შიდა ცხოვრების ფონზე, როგორც კატალონიაში, ასევე ესპანეთში.

ერთ-ერთი, ვისთვისაც ეს თამაში განსაკუთრებული იქნება, ეს უნდა იყოს ჟერარდ ლოპესი. “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და ახლა მზად არის დებიუტისთვის, როგორც კატალონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. რამდენიმე დღის წინ, როდესაც მან შემადგენლობა დააკომპლექტა, აღიარა, რომ “უკვე ისე ვგრძნობ თავს, თითქოს კიდევ ერთხელ ვითამაშებ “ელ კლასიკოში”.

შეხვედრას გამოტოვებენ ჩავი, პუიოლი და ვალდესი, მაგრამ, ამავე დროს ითამაშებენ სესკი, ბუსკეტსი, პიკე, სერხიო გარსია, კაპდევილა. მწვრთნელმა, ასევე პირველად გამოიძახა ნაკრებში შემდეგი 7 ფეხბურთელი: მარკ ვალიენტე, ვიქტორ ალვარესი, დავიდ ლოპესი, ორიოლ რიერა, ორიოლ როსელი, ალექს ვიდალი და ჟორდი ჰუმეტრუ.

“ბარსელონადან” 8 ფეხბურთელი, 6 – “ესპანიოლიდან”, 6 – პრიმერადან და ორი უცხოური ჩემპიონატებიდან. კატალონია კაპე ვერდეს მისაღებად ემზადება, რომელიც “ფიფას” რეიტინგში 39-ე ადგილს იკავებს. ამრიგად, ეს იქნება მეორე ოპონენტი აფრიკიდან, ნიგერიასთან მატჩის შემდეგ, რომელიც 1998 წელს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ კატალონიის ნაკრებმა პირველი მატჩი 1904 წელს გამართა, რასაც ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა 1997 წლამდე. ნაკრებმა სულ 20 მატჩი გამართა ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის ქვეყნებთან. კატალონიელების ანგერიშზე 10 მოგება, 6 ფრე და 4 წაგებაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward