სხვადასხვა ცნობილმა ფეხბურთელებმა, 2013 წლის თავიაანთი გუნდი დაასახელეს. UEFA.com მკითხველთა ვერსიით, ამის წილი “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, ივანე ელგერას ხვდა. ესპანელმა მიუნხენის “ბავარიიდან” მხოლოდ 5 ფეხბურთელი აირჩია. მან საკუთარი შემადგენლობა, ასევე “ბარსელონას” და თავისი ყოფილი გუნდის ფეხბურთელებით დააკომპლექტა.
ელგერამ “რეალთან” ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგი თასი (2000, 2002), გახდა უეფას სუპერთასის მფოლბელი და ესპანეთის სამგზის ჩემპიონი. “ვალენსიასთან” ერთად მან 2008 წელს ესპანეთის თასი მოიგო. 38 წლის ელგერამ საკუთარ გუნდში, “ბავარიიდან”, მეკარე, ორი ფლანგის მცველი და ორი ნახევარმცველი შეიყვანა. მის გუნდში, ასევე “ბარსელონას” და “რეალის” ვარსკვლავებსაც ვიხილავთ.
მანუელ ნოიერი: ამ ეტაპზე ის ყველაზე ძლიერი მეკარეა, სისუსტეების გარეშე.
დავიდ ალაბა: ბოლო წლების განმავლობაში მან საგრძნობლად მოუმატა. ალბა თავის გუნდში არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს სისწრაფე, არის ახალგაზრდა და ათლეტური.
ტიაგო სილვა: ჩემი აზრით, ის საუკეთესო მცველია მსოფლიოში.
სერხიო რამოსი: ეს იყო მისი საუკეთესო წელი, ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
ფილიპ ლამი: მრავალფეროვანი ფლანგის მცველი, მას უპრობლემოდ შეუძლია თავდასხმაში მოქმედება.
ბასტიან შვაინსტაიგერი: მან 2013 წელს თავისი გუნდის წარმატებებში გადამწყვეტი როლი ითამაშა. უნივერსალური ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია თამაშის გაკონტროლება მოედანზე.
ილკაი გიუნდოგანი: შესანიშნავი ცენტრალური ნახევარმცველი, რომლის თამაში არ იწვევს ეფექტს, მაგრამ ის არასდროს კარგავს პოზიციას და იცავს თავის გუნდს.
მარკო როისი: აღმოჩენა! იგი გამოირჩევა კლასით და უნივერსალურობით. მან იცის, თუ როგორ უნდა აიღოს გუნდის თამაში საკუთარ თავზე და გადადგას ნაბიჯები. გარდა ამისა, როისს ჩინებული საჯარიმო დარტყმა აქვს.
ფრანკ რიბერი: მისთვის ეს წელი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ფლანგზე მან არაერთხელ დაამწუხრა მოწინააღმდეგე მცველები.
ლიონელს მესი: უბრალოდ საუკეთესო.
კრიშტიანუ რონალდუ: მესისთან ერთად მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ.