“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ბერნაბეუ დიდ პატივს სცემს სერ ალექს ფერგიუსონს და აცხადებს, რომ იგი მისთვის მეორე მამაა.
პიკემ “ბარსელონა” 17 წლის ასაკში დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. ფაქტია, რომ ფერგიუსონმა მასში რაღაც ტალანტი აღმოაჩინა, მაგრამ ხერარდმა თავისი ტალანტის ბოლომდე გამოვლენა ვერ შეძლო, რის გამოც ვერ შეძლო სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებათუ არა “პირველ შეცვლად” მაინც ყოფნა. ამის შემდეგ გვარდიოლამ იგი ისევ კატალონიურ კლუბში დააბრუნა და მისგან ნამდვილი მცველი დააყენა.
პიკე აცხადებს, რომ სერ ალექსისგან მან ბევრი რამ ისწავლა და იგი მას მეორე მამად მიაჩნია. “მე მხოლოდ 17 წლისა ვიყავი, გამოუცდელი პატარა ბიჭი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ ისწავლა სერ ალექსისგან. სერ ალექსი ჩემთვის მეორე მამა, იგი უდიდესი მწვრთნელი და პიროვნებაა. მის ხელში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, იმის მიუხედავად, რომ იშვიათად მიწევდა თამაში, მივიღე გარკვეული რაოდენობის გამოცდილება. ეს ყველაფერი “მუ” – ს მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა, რისთვისაც მას დიდ მადლბოას ვუხდი”.
წყარო: as.com
