workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი შესაძლოა პეპის მემკვიდრე გახდეს

სესკი შესაძლოა პეპის მემკვიდრე გახდეს

კატალონიურმა გამოცემა “სპორტმა” შეადგინა სესკის და პეპ გვარდიოლას ანალოგი. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ სესკი პეპ გვარდიოლას მემკვიდრე გახდება.
ორივე ფეხბურთელი (პეპი თავის დროზე) დაჯილდოვებული არის ლიდერის ფუნქციებით თავის გუნდში. ორივე კატალონიის “ბარსელონას” აღრზდილია, ორივეს ერთი “სისხლი უჩქეფს”. პეპი სამუდამოდ გაჰყვა “ბარსელონას”, იგი მისი უდაო ლიდერი გახლდათ, იყო კაპიტანი და ნახევარდაცვის ბატონ – პატრონი. სესკს კი სამწუხაროდ მოუწია კატალონიური კლუბიდან წასვლა და კარიერის “არსენალში” გაგრძელება. სესკიც თავისი გუნდის უდაო ლიდერია, იგი თავისი ასაკისდა მიუხედავად უკვე გუნდის კაპიტანი და ნახევარდაცვის მამოძრავებელი ძალაა, ვთქვათ ფლეი–მეიქერი. ნახევარდაცვაში იგი ჩამშლელიც არის და შემქმნელიც, როგორც თავის დროზე პეპი იყო. რთულ მომენტში ყოველთვის მზად არის გუნდის დასახმარებლად. აღსანიშნავია, რომ ორივე 4 ნომერს ატარებს (ატარებდა).
“ჟინი და სწრაფვა” გამარჯვებისათვის შესაძლოა ითქვას ერთი აქვთ, სესკს მხოლოდ ერთი დარჩენია მიაშუროს კატალონიელთა რიგებს. თუკი ეს მოხდება (ეს გარდაუვალია. ავტ) იგი ნამდვილად გახდება უდიდესი კაპიტნის და ამჟმად უკვე უდიდესი მწვრთნელი ანალოგი…
წყარო: sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში