workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნავარო, რუბიო და ვასკესი 1/4 ფინალში არიან

ნავარო, რუბიო და ვასკესი 1/4 ფინალში არიან

გუშინ გაიმართა 1/8 ფინალური მატჩი კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ერთამეთს ევროპის ორი უდიდესი გრანდი დაუპირისპირდა. საბერძნეთი და ესპანეთი. “ფურია როხამ” კალათბურთშიც აჩვენა თავისი ძალა მთელს მსოფლიოს და ბრწყინვალედ იმარჯვა მატჩში 80–72.

მატჩი ძალზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ექსპერტები ამ მატჩს საფინალო მატჩისთვისაც გაიმეტებდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი 22–19 დასრულდა ესპანელთა სასარგებლოდ. მეორე მეოთხედში ესპანელებმა თავისი უპირატესობა განიმტკიცეს და სხვაობა 6 ქულამდე გაზარდეს (37–31), ამაში დიდი წვრილი კატალონიელთა ორმა ლიდერმა რიკი რუბიომ და ხუან კარლოს ნავარომ დიდი წვრილი შეიტანეს.

მესამე მეოთხედი”ფურია როხასთვის” ცუდათ დაიწყო. ბერძნებმა 7 ქულა ჩააგდეს ისე, რომ არც ერთი ქულა თავის კალათში არ მიუღიათ. საბოლოოდ ბერძნები გაიჭრნენ წინ 45–51. აქ შეიძლება ითქვას გაიღვიძა ესპანელთა მებრძოლმა სულმა, მათ მესამე მეოთხედფი ანგარიშით 52–51 მოიგეს. მეოთხე მეოთხედი ნამდვილი ბენეფისი გახდა ხუან კარლოს ნავაროსი, რომელიც ამ მატჩში უდაოდ საუკეთესო იყო, მან ორჯერ ზედიზედ მეტოქის შეტევა ჩაჭრა, 3 წამიან ზონაში 2–ჯერ შესანიშნავად მოათავსა ბურთი კალათში და ერთხელაც ურთულესი სამქულიანი ჩააგდო, ამან საბოლოოდ გატეხა ბერძნები, მათ საბოლოოდ დათმეს მატჩი ანგარიშით 80–72. ამ მატჩში კიდევ ერთმა კატალონიელთა კალათბურთლმა მიიღო მონაწილეობა ვიქტორ ვასკეს სანჩესმა. 1/4 ფინალში ესპანელები სერბებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც მძიმე ბრძოლაში დაძლიეს ხორვატიის ბარიერი 73–72.

[quote]ესპანეთი 80 (22+15+15+28)

რუდი (14), რიკი (6), ნავარო (22), გარბახოსა(5), გასოლი (4), სასატარტო ხუთული, ლული (9), რეიესი (6), რაული (5), ვასკესი (6), მუმბრუ (3)

საბერძნეთი 72 (19+12+20+21)

ზისისი (16), სპანოულისი(12),ფოტსისი (12), დიამანტიდისი (16), სკროსანტიტისი (13), სასტარტო ხუთეული, ბურუსისი (2), კალათესი (1)

გაიმართება შემდეგი მერვედფინალები:

თურქეთი – საფრანგეთი

სლოვენია – აუსტრალია

ანგოლა – აშშ

რუსეთი – ახალი ზელანდია

ლიტვა – ჩინეთი

არგენტინა ბრაზილია

წყარო:Marca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში