“ბარსელონამ” საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და 15 აგვისტოს, შაბათს, მაროკოს ქალაქ ტანჟერში შეთავაზებულ ამხანაგურ მატჩს აღარ ჩაატარებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გასულ კვირას სეუტაში განვითარებული მოვლენების გამო, საამისოდ შესაბამისი და უსაფრთხო გარემო არ არსებობს. გარდა ამისა, ესპანეთის სამოქალაქო გვარდია იძიებს სოციალური ქსელებით გავრცელებულ შესაძლო ახალ მასობრივ მოწოდებას, რომელიც სწორედ 15 აგვისტოს სეუტაში საზღვრის მასობრივად გადაკვეთას ისახავს მიზნად.
უსაფრთხოება ფინანსებზე წინ
მატჩის გაუქმებით კატალონიური კლუბი დაახლოებით 4.5 მილიონს კარგავს, თუმცა ხელმძღვანელობამ რთულ ვითარებაში გუნდისა და ტექნიკური შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამჯობინა.
სეუტაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას 70 000-ზე მეტი მაროკოელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე ავტონომიურ ქალაქში არალეგალურად შევიდა. ტარახალის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141 ადამიანს აღწევს – ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში 78 ცხედარი იპოვეს, ხოლო მაროკოს წყლებში – 63.
ალტერნატივის ძიება
ახლა “ბარსელონა” შექმნილ სიტუაციას მთავარ მწვრთნელთან, ჰანსი ფლიკთან ერთად გააანალიზებს. კლუბი შეეცდება გაარკვიოს, მოხერხდება თუ არა სხვა ალტერნატიული მატჩის ორგანიზება, რათა გუნდი ლა ლიგის დაწყებამდე სათანადოდ მოემზადოს.
პოხუი
ძალიან კარგი, არ არის საჭირო შარის ძებნა, ნახონ ვინმე სხვა, გაწყდა გუნდები ლა ლიგაში? დავიჯერო 4,5 მილიონის ბილეთს ვერ გაყიდიან?
მაროკოს იმის გამო უსვამს თავზე ხელს ცივილური სამყარო, რომ აშშ პარტნიორობას აწვებიან და ალჟირი-ლიბიასავით 🇷🇺🇷🇺🇷🇺 აფრიალებენ, თორემ სხვა მხრივ ჩვეულებრივი ქოცები არიან, ავტორიტარული, კლანური, კორუმპირებული
რავი სპორტული საიტია და არ მოგბეზრდა ეს ნაცმაცური პროპაგანდა? მართლა გგონია, ვისაც ქათმების და სადისტების დაბრუნება არ გვინდა ყველა ქოცი ვართ? დამიჯერე საქართველოში ის ხალხი, იმ გაგებით და იმ საქმეებით ვინც შენ როგორც გატყობ. ძაან გესიმპატიურება ვერასდროს დაბრუნდება. დღეს რომ გააჯვას ბიძინაბ თავის ოცნებასთან ერთად, მაქსიმუმ ის მოხდება რომ როგორც მოძალადე, ეკლესიის მაგინებელი ქათმების ხელისუფლებაში მოსვლის შანს დავინახავთ, ავდგებით ქართველების უმეტესობა ( და დამიჯერე მადლობა ღმერთს ბევრი ვართ) და შევრეკავთ საქათმეში ქათმებს, თან ჯოხით. ასე რომ შენთვის შეინახე რჩევაა ეს ყველა კომენტარში გაკვეხებული სიტყვა ,, ქოცი,,🐔