იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ–ერთი ლიდერი, დავიდ ვილა ლიხტენშტეინს გაუტანს ორ გოლს, იგი დაეწევა თავისივე თანამემამულეს, ამჯერად “შალკეს” თავდამსხმელ რაულ გონსალესს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით.
ამ დროსთვის “ბარსელონას” თავდამსხმელს ერონულ ნაკრებში 43 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება რაულს.
“ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ის, რომ ცოტა მიკლია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირობამდე. დარწმუნებული ვარ, რომ მე აუცილებლად გავიმეორებ რაულის რეკორდს და ვაჯობებ კიდეც მას, მაგრამ მე უფრო მეტ სიხარულს ის მგვრის, რომ ნაკრებისათვის წარმატება მომაქვს.”–განაცხადა ვილამ
წყარო:www.barca.ru
