workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა წაგებას არ აპირებს

კეიტა წაგებას არ აპირებს

ხუთშაბათს “ბარსელონამ” ვარჯიში “სიუდად დეპორტივო”–ზე გამართა. ვარჯიშის შემდეგ მალელმა ნახევარმცველმა, სეიდუ კეიტამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ გვყავს ისეთი გუნდი, რომელსაც წარმატების მოტანა შეუძლია, მაგრამ არავინ იცის რა იქნება ამის შემდეგ. მე აქ 3 წელი დავყავი და უკვე თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. აქ მე არანაირი პრობლემა არ შემქმნია, მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეგრძნებები…”
“შემადგენლობა არ არის ძალიან პატარა. “ბარსელონას” ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომელთა უკანაც ნიჭიერი ბავშვებით სავსე კანტერაა. რაც უფრო ნაკლები ტრავმირებული გვეყოლება, მით უკეთესი იქნება კატალონიური კლუბისათვის”
“როდესაც მე კლუბში მოვედი, პირველივე დღესვე მითხრეს, რომ “ბარსა” ფრით არასოდეს კმაყოფილდება. ასე, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ.”
“წელს “ბარსას” ძალიან რთული სეზონი ელოდება. პრიმერას მოგება გუნდს ძალიან გაუჭრდება, რადგანაც ესპანეთში არიან ისეთი გუნდები, როგორებიცაა “ვალენსია”, “სევილია” და “ატლეტიკო”.

წყარო: FCBarcelona.Cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში