workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა: “იბრაჰიმოვიჩი? გვარდიოლასთან არც მე არ მაქვს საუბრები”

კეიტა: “იბრაჰიმოვიჩი? გვარდიოლასთან არც მე არ მაქვს საუბრები”

ესპანური “ბარსელონას” ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ კომენტარი გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დატოვა კატალონიური კლუბი და “მილანში” გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა წასვლის შემდეგ გვარდიოლაზე კომენტარი გააკეთა. შვედმა ფორვარდმა პეპი გაკიცხა და განაცხადა, რომ მასთან ბოლო 6 თვეში მხოლოდ ორჯერ ისაუბრა.

“გვარდიოლასთან არც მე არ მაქვს საუბრები. თუმცა არც ვთვლი საჭიროდ რომ მქონდეს. მისტერი ყველაფერს ძალიან კარგად ამბობს ვარჯიშებზე. “ბარსელონაში” იმიტომ ვარ, რომ დავეხმარო ამ კლუბს ტიტულების მოგებაში და არა იმიტომ, რომ ჟურნალისტებთან მთავარ მწვრთნელზე ვიჭორავო.” –ციტირებს კეიტას სიტყვებს Marca.

წყარო: championat.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში