workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: ”მინდოდა მასკერანო ”ბარსაში” მოსულიყო და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ”

მესი: ”მინდოდა მასკერანო ”ბარსაში” მოსულიყო და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ”

ხავიერ მასკერანოს შეძენით ყველაზე გახარებული ლეო მესია, მის გვერდით ხომ მისი არგენტინელი თანაუნდელი ითამაშებს, მაგრამ ამჯერად ”კამპ ნოუზე”. მასკერანოს ”ბარსელონაში” ყველა დიდი სიხარულით შეხვდა, ამ ადამიანებს შორის იყო ლეო მესი: ”ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ხავიერის გვერდით თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ”ბარსას” ის სჭირდებოდა, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი, მე მოხარული ვარ მისი შეძენით. დარწმუებული ვარ ჩვენ ბევრ ტიტულს მოვიპოვებთ ერთად ”ბარსელონას” მაისურში”.

მესიმ ასევე ისაუბრა არგენტინის ნაკრების ახალ მწვრთნელზე: ” ჩემი აზრით ბატისტა შესანიშნავი მწვრთნელი იქნება არგენტინის ნაკრებისთვის. ყველა მწვრთნელს საკუთარი სტილი გააჩნია, ამიტომ მარადონას და ბატისტას შედარება არ შეიძლება”. როგორც იცით ბატისტას დებიუტი არგენტინის ნაკრებში უკვე შედგა და მან გამარჯვებაც მოიპოვა ირლანდიის წინააღმდეგ. მან ფეხბურთელები 4-3-3 ტაქტიკით ათამაშა, ეს ხომ ”ბარსას” სტილია. ლეომ ამის შესახებაც თქვა რამდენიმე სიტყვა: ” ეს ის თამაშის სტილია, რომელსაც ”ბარსელონა” თამაშობს, მე ძალიან მომწონს ეს ტაქტიკა”. 

მესიმ ისაუბრა დამდეგ მატჩზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ: ”ჩვენი ოპონენტი მსიფლიოს საუკეთესო გუნდია, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, ამიტომ მათი დამარცხება არც ისე ადვილი იქნება”.

წყარო:  sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში