workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართოლომეუ: ”გუნდი უკვე დაკომპლექტებულია”

ბართოლომეუ: ”გუნდი უკვე დაკომპლექტებულია”

”ბარსელონასთვის” წლევანდელი სატრანსფერო სეზონი დახურულია, ”ბარსა” აღარ იყიდის და არც გაყიდის მეტ ფეხბურთელს. ეს განცხადება ”ბარსელონას” სპორტულმა ვიცე პრეზიდენტმა ხოსეფ მარია ბართოლომეუმ გააკეთა პრესკომფერენციაზე, რომელსაც ანდონი სუბისარეტაც ესწრეოდა. მან გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა: “ახლა გუნდი სრულადაა დაკომპლექტებული და ”ბარსა” აღარ აპირებს ახალი ფეხბურთელების შეძენას, ჩვენი აზრით გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება შეუძლებელია”. მან პრესკომფერენციის ბოლოს დაამატა , რომ ის კმაყოფილია ახლად შეძენილი ფეხბურთელებით და მათი წარმატება მხოლოდ დროის საკითხია.

  ბართოლომეუ და სუბისარეტა ოთხშაბათს კვლავ გამართავენ პრესკომფერენციას, სადაც ისაუბრებენ გუნდის სამომავლო გეგმებზე. მედია ბრიფინგი ”კამპ ნოუს” პრეს ოთახში ადგილობრივი დროით 13.00  საათზე დაიწყება. 

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში