კატალონიის “ბარსელონას” ბელორუსი ნახევარცმცველი ალექსანდერ გლები ინგლისის “ბირმინგემში” გადავიდა, იტყობინება Record. წყაროზე დაყრდნობით ბელორუსმა ნახევარმცველმა ინგლისელებთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. ცნობისთვის “ბლაუგრანას” ფეხბურთელის შეძენა პორტუგალისს “ბენფიკასაც” სურდა. გლები კატალონიური კლუბის ღირსებას 2008 წლიდან იცავდა. მან “ბარსას” მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და გოლის გატანა ვერ შეძლო. იგი 2009/10 წლების სეზონში, “შტუტგარტში” იყო განათხოვრებული.
წყარო:sports.ru
