ექტორ ფორტს ჰანსი ფლიკის დარწმუნება სურს

ექტორ ფორტს ჰანსი ფლიკის დარწმუნება სურს

ექტორ ფორტი ერთ-ერთია იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ჰანსი ფლიკმა 13 ივლისს, სან-ჟუან-დესპიში მდებარე “სიუტატ ესპორტივაზე” წინასასეზონო მზადების დასაწყებად გამოიძახა. “ელჩეში” გატარებული იჯარის შემდეგ, სადაც მან მხრის ოპერაციამდე თავის კარგად წარმოჩენა მოახერხა, კატალონიელი ფლანგის მცველი გერმანელი მწვრთნელის განკარგულებაში იქნება და თავის გამოჩენას ეცდება. სანაკრებო მოვალეობის გამო ჟიულ კუნდეს, ერიკ გარსიასა და რონალდ არაუხოს არყოფნის ფონზე, იგეგმება, რომ ფორტმა სრულად გაიაროს შეკრება, რომელსაც “ბარსელონა” ინგლისში, კერძოდ “სენტ-ჯორჯს პარკზე” (27 ივლისიდან 3 აგვისტომდე) მართავს. ამის შემდეგ უკვე ფლიკი გადაწყვეტს, მზად არის თუ არა ფეხბურთელი “ბარსელონაში” დასარჩენად, თუ უმჯობესია ახალგაზრდა მცველმა “სპოტიფაი კამპ ნოუს” მიღმა იჯარით გააგრძელოს განვითარება.

ბრძოლისთვის მზადყოფნა

ექტორ ფორტს სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ გუნდში ადგილის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კუნდეს, ერიკისა და არაუხოს (როგორც ალტერნატივა) გარდა, აკადემიის აღზრდილი ჩავი ესპარტიც კონკურენციაშია. მიუხედავად ამისა, ფორტს გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე იბრძოლოს ფლიკის დასარწმუნებლად და ყველა შანსი გამოიყენოს “ბარსელონაში” დასარჩენად. ის კლუბის სისტემაში ადრეული ასაკიდან ირიცხება და თავადაც და მთელი მისი ოჯახიც კულეები არიან.

ამასთან, ბარსელონელ მცველს, რომელიც უპირველესად თავისი შეტევითი უნარებით გამოირჩევა, ესმის, რომ ფლიკის დასარწმუნებლად ერთ-ერთი ასპექტი, რაც აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს, დაცვითი ფუნქციების შესრულებაა – განსაკუთრებით მაშინ, როცა ფლანგის გაზიარება ლამინ იამალთან მოუწევს.

დიდი მოთხოვნა ბაზარზე

იმ შემთხვევაში, თუ ის “ბარსელონაში” დარჩენას ვერ შეძლებს, ექტორ ფორტს მსურველების ნაკლებობა ნამდვილად არ ექნება. მილანის “ინტერი”, რომელსაც მისი დამატება გასულ სეზონშიც სურდა, ფლიკის გადაწყვეტილების მოლოდინშია. გერმანიაში კი მისი სამსახურით ისეთი გუნდები არიან დაინტერესებულნი, როგორებიც დორტმუნდის “ბორუსია” და “ბაიერ ლევერკუზენია”. თუმცა, ფორტს, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, ნებისმიერი შეთავაზების განხილვამდე ჰანსი ფლიკის დარწმუნება სურს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

დატოვე კომენტარი

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11 ლეგენდა
    20 ივნ 2026, 00:15

    ძალიან კარგი ბიჭია და შანსი უნდა მიეცეს

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    20 ივნ 2026, 00:01

    ერთი წრით არ შეიძლება იჯარა, გაგრძელების უფლებით? მეორე წრეში ჭირს ხოლმე თან ლიგის მატჩებზე მეტოქეები უფრო ძლიერები გვხვდებიან, ტრამვებიც მატულობს მოკლედ თუ არავინ იყიდეს გაგვიჭირდება.

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    19 ივნ 2026, 17:34

    ყავდა შარშან და დაემტკიცებინა რამე. ელჩეში კიდე 4-5 კარგი თამაში მიაწყო კარგი გოლი გაიტანა და ისე აღნიშნა მხარი ამოიგდო მასტმა. მერე გამოტოვა თვეები და წააგო კიდეც კონკურენცია რო დაბრუნდა. დებილი ბავშვია. ერთი იჯარაც ოღონთ უკეთესს გუნდში, ბეტისში მაგალითად, თან ლიგაზეა. თუ იქ გაქაჩა მერე ვიფიქროთ დაბრუნებაზე თუ არადა აზრი არ აქვს, ძაან დაბალი დონეა ჯერ ჯერობით. ვინისიუსს ცუდად არ ედგა 1 თამაში ელჩე რეალში მარა ეგ არაა საზომი

  • Barca1980
    Barca1980 ვეტერანი
    19 ივნ 2026, 14:30

    ელჩეში კარგი სეზონი საერთოდ არ არის საზომი არაფრის, ჩამოყალიბებული და შემდგარი მცველი გვჭირდება, რომელიც ბრძოლაში შევა ეგრევე და არა ისეთი იმკითხაო გაამართელებს თუ არა. მეც ვეთანხმები ლევერკუზენში გაუშვან ერთი წლით, გერმანული სკოლა ძალიან გამოადგებაა, ესპანეთში ფიზიკას არ აქცევენ ისეთ ყურადღებას ფაქტია.

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    19 ივნ 2026, 12:42

    Ელჩეში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა სანამ გაიტრავმებოდა რეალთანაც გამოიჩინა თავი მახსოვს პრესეზონზე უნდა მიეცეს შანსი და გამოჩნდება შეიძლება თუ არა მასზე იმედების დამყარება

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    19 ივნ 2026, 11:59

    სტილს მორგება არ გაუჭირდება და რაც მომხვდა თვალში იყო ის, რომ აქვს კარგი ფიზიკური მომზადება, ტიპი ჯანზეა;
    თუ ვინმე უნდა გაასუხარო, ეს არაუხოა;
    იქეთა ფლანგია კიდევ პრობლემური, ბალდეს გადამკიდე

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    19 ივნ 2026, 11:41

    წელს კარგო იყო სანამ ტრავმას მიღებდა მსურველები მართლა არ მოაკლდება

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    19 ივნ 2026, 11:10

    ჩემი აზრით უნდა გავაიჯაროთ კიდევ ერთი სეზონით და მერე შევხედოთ როგორ განვითარდება, იჯარით თუ გაუშვებენ საშუალო დონის გუნდში ან საშუალოზე უკეთესში ძალიან კარგი იქნება ამისთვის აი ბაიერ ლევერკუზენს დააკვდება, ასე მგონია მანდ მაგრად განვითარდება.