იტალიელი ჟურნალისტის, მარკო პელეჯატის განცხადებით “მილანმა” უკვე გააფორმა კონტაქტი კატალონიის “ბარსელონას” შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან.
“ყველაფერი დასრულებულია. “მილანის” ხელმძღვანელობამ უკვე გააფორმა კონტრაქტი იბრაჰიმოვიჩთან. ზლატანი წელიწადში იტალიური კლუბისგან 6 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა დამატებით “ბარსელონაც” იძულებულია გადაუხადოს მას რაღაც ხელფასი. შვედი ფორვარდი ძალიან გახარებულია აქ გადმოსვლით. “მილანს” ჩემპიონთა ლიგაზე თამაში განაღდებული აქვს და იბრასთან ერთად შეეცდება გახდეს ჩემპიონი.” ციტირებს პელეჯატის სიტყვებს Football Italia.
ასევე გეტყვით, რომ გავრცელდა ჭორები ვითომ “ბარსელონა” დაინტერესებულია “მილანის” თავდამსხმელ მარკო ბორიელოთი. აი რა განაცხადა თვითონ ბორიელომ:
“ბარსელონა”? ვინ იცის, შეიძლება გადავიდე კიდეც.”
წყარო: soccer.ru
