workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” განაგრძობს მასკერანოსთვის ბრძოლას

“ბარსელონა” განაგრძობს მასკერანოსთვის ბრძოლას

ესპანური “ბარსელონას” ხელმძღვანელობა “ლივერპულის” ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს არ ეშვება და მათ ძალიან სურთ მისი კატალონიურ კლუბში გადმოსვლა. ლურჯ–ბროწეულისფერებს მერსესაიდელთათვის ოფიციალურად არ მიუმართავთ, თუმცა გამზადებული აქვთ 15 მილიონი ევრო. პრობლემა ისაა, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობა 25 მილიონ ევროს ითხოვს. თვითონ მასკერანოს სურს კლუბის დატოვება. იგი დღეს მანჩესტერ “სიტის” წინააღმდეგ სავარაუდოდ არ ითამაშებს. ასევე ხავიერის “ბლაუგრანაში” გადმოსვლის დიდი იმედი აქვს ხოსეპ გვარდიოლას. მას ძალიან უნდა არგენტინელის თავის გუნდში ხილვა.

წყარო: championat.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში