workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ვილამ ბრწყინვალედ ითამაშა

გვარდიოლა: ვილამ ბრწყინვალედ ითამაშა

 პეპ გვარდიოლამ “სევილიასთან” მატჩში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად მოპოვებული ტიტულისა, მისი შეგირდები ჯერ კიდევ არ არიან საუკეთესო ფორმაში.
შაბათ საღამოს კატალონიელებმა მორიგი თასი მოიგეს. მატჩში დიდი როლი ითამაშა ლიონელ მესიმ, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, რომელიც ერთი კვირის წინ “სევილიას” მოედანზე გაიმართა, კატალონიელები 3:1 დამარცხდნენ.
“ჩვენ კარგი ვქენით, რომ “სევილიას” საკუთარი თამაშის ჩვენების საშუალება არ მივეცით. ჩვენ ლამაზად, გუნდურ სტილში გავიმარჯვეთ, განაცხადა მატჩის შემდეგ გვარდიოლამ. – მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო, რათა ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ ახალ სეზონს. ისეთმა ფეხბურთელებმაც კი, როგორებიც ჩავი, ინიესტა და მესი არიან, ჯერ ვერ გამოავლინეს საკუთარი პოტენციალი.
“ბარსას” დამრიგებელმა ასევე აღნიშნა დავიდ ვილას კარგი თამაში.

“ვილამ ბრწყინვალედ ითამაშა. მას კარგად შეუძლია იმოქმედოს როგორც საჯარიმოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის მრავალმხრივი ფეხბურთელია და კარგად ეგუება ჩვენს გუნდს», – დაასრულა გვარდიოლამ.

წყარო: Eurosport.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში