19-დან 19 – ახალი რეკორდი დამყარებულია

19-დან 19 – ახალი რეკორდი დამყარებულია

ჰანსი ფლიკის გუნდმა “ბეტისთან” გამარჯვებით 66 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა 100%-იანი შედეგი საკუთარ მოედანზე.

“ბარსელონამ” ლა ლიგაში შინ სრულყოფილი სეზონი ჩაატარა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ბოლო საშინაო მატჩში “ბეტისი” 3-1 დაამარცხა და 2025/26 წლების სეზონში გამართულ 19 საშინაო შეხვედრაში 19 გამარჯვება მოიპოვა. “ბარსელონაში” მსგავსი მიღწევა 1959/60 წლების სეზონის შემდეგ არ უნახავთ, როდესაც ელენიო ერერას ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა მატჩი მოიგო “სპოტიფაი კამპ ნოუზე”, ჩემპიონატში, რომელიც მაშინ 16 გუნდისგან შედგებოდა.

ბოლო პრეცედენტი, 66 წლის წინ

სინამდვილეში, ელენიო ერერა “ბარსელონას” ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც შეუძლია იამაყოს იმით, რომ ამ შედეგს ორჯერ მიაღწია, მას შემდეგ რაც გუნდს 1958/59 წლების სეზონშიც მოაგებინა ყველა საშინაო მატჩი.

მანამდე, “ბარსელონამ” სრულყოფილ საშინაო შედეგს 1952/53 წლების სეზონშიც მიაღწია, როდესაც მწვრთნელი ფერდინანდ დაუჩიკი იყო. ეს რეკორდი ძველ “ლეს კორტსის” სტადიონზე დაფიქსირდა. ხოლო პირველი პრეცედენტის საპოვნელად 1948/49 წლების სეზონში უნდა დავბრუნდეთ, რომელიც ასევე “ლეს კორტსზე” დაფიქსირდა, როდესაც ლა ლიგაში 14 გუნდი თამაშობდა და “ბარსელონას” მწვრთნელი ურუგვაელი ენრიკე ფერნანდესი იყო.

პირველად 20-გუნდიან ლიგაში

თუ სხვა გუნდებსაც გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ ამ სეზონში მიღწეული შედეგი, რომელიც სამ სხვადასხვა სტადიონზე დაფიქსირდა, ჩვეულებრივი რეკორდი არ არის. ოთხი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ლა ლიგის რომელიმე გუნდმა საშინაო მატჩებში სრულყოფილი შედეგის ჩვენება შეძლო. ბოლოს ეს “რეალ მადრიდმა” 1985/86 წლების სეზონში მოახერხა. უმაღლეს დივიზიონში 20 გუნდის მონაწილეობით ეს მანამდე არასდროს მომხდარა. ფლიკის “ბარსელონა” პირველია, ვინც ამ ფორმატის ლა ლიგაში სრულყოფილი საშინაო სეზონი ჩაატარა.

თანამედროვე ეპოქაში “ბარსელონა” ამასთან ახლოს იყო 2016/17 წლების სეზონში, როდესაც მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით გუნდმა 16 თამაში მოიგო და მხოლოდ სამი ფრე ითამაშა “სპოტიფაი კამპ ნოუზე”.

იშვიათი მოვლენა ევროპაში

ევროპაში? ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც გუნდმა ერთ სეზონში ყველა საშინაო მატჩი მოიგო, თითებზე ჩამოსათვლელია. ამას მიაღწიეს “სენტ-ეტიენმა” 1974/75 წლების სეზონში (20-გუნდიანი ლიგა), “სანდერლენდმა” 1891/92 წლების სეზონში (14-გუნდიანი ლიგა) და “იუვენტუსმა” 2013/14 წლების სეზონში (20-გუნდიანი ლიგა). ბუნდესლიგაში ეს არასდროს მომხდარა. ამავდროულად, “ბარსელონამ” ეს მიღწევა თავის ისტორიაში უკვე მეხუთედ გაიფორმა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 18 მაი 2026, 17:31

    ფლიკს ფორვარდი მოუყვანონ სასწრაფოდ არავითარი იჯარის წესით და გადაბერებული დროა დეკუმ ტვინი გაანძრიოს

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 18 მაი 2026, 13:34

    ბაიერნმა რომ ვერ მიაღწია ამ შედეგს, ძალიან გასაკვირია.

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 18 მაი 2026, 13:27

    ვალოს დროს წაუგებლად მოგებასთან იყო ახლოს და ლევანტემ ლამის 5:1 მოგვიგო რომ არა გამოფხიზლება😄😄 5:4

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 18 მაი 2026, 21:46

      საშინელი თამაში იყო, პიკე ლამის თავდასხმაში წავიდა, ამას უფრო მოყვა გოლები, ჩვენ ვუტევდით იმათ გაქონდათ.