workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ქალთა გუნდის ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა

ბარსას ქალთა გუნდის ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა

ესპანეთის ჩემპიონატში “ესპანიოლთან” სტუმრად 4-1 მოგებით “ბარსელონას” ქალთ გუნდი ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

“ბარსას” ქალთა გუნდი შეუჩერებელია. პერე რომეუს გუნდმა თავის კოლექციას კიდევ ერთი ტიტული შემატა, რაც “ბარსელონას” ისტორიაში მე-11 ქვეყნის ჩემპიონობა გახლავთ. ამ ტიტულებიდან შვიდი ბოლო შვიდ სეზონში მოიპოვეს, რაც “ბლაუგრანას” დომინაციას ხაზს უსვამს და მათ უახლოეს კონკურენტთან, ხუთი ლიგის ტიტულის მქონე “ბილბაოსთან” სხვაობას ზრდის.

ევროპის ტოპ ლიგებში მეორე საუკეთესო სერია

“ბარსას” ქალთა გუნდმა ევროპის ტოპ ლიგებში ლიგის ტიტულების მოგების მხრივ მეორე საუკეთესო სერია დააფიქსირა, რითაც “ჩელსის” ზედიზედ ექვსი მოგების რეკორდი დაძლია. მათზე წინ მხოლოდ “ლიონი” იმყოფება, რომელმაც 2006-დან 2020 წლამდე საფრანგეთის ლიგის ტიტული ზედიზედ 14-ჯერ მოიპოვა.

100-გოლიანი ნიშნულის გადალახვა

“ბარსას” დომინაციას არა მხოლოდ მათი ტიტულები, არამედ გოლების გატანის უნარიც აჩვენებს. მიმდინარე სეზონი მეექვსე შემთხვევაა, როდესაც მათ ლა ლიგის ტიტული 100-ზე მეტი გატანილი გოლით მოიპოვეს. 2020/21 წლების სეზონში მათ ჯამში 167 გოლის გატანა შეძლეს, რასაც მოჰყვა 159 (2021/22), 137 (2022/23), 118 (2023/24), 137 (2024/25) და 116 გოლი მიმდინარე სეზონში, რომლის დასრულებამდეც ჯერ კიდევ ხუთი თამაში რჩება.

შეტევაში ოსტატობის გარდა, “ბარსამ” თავი დაცვაშიც გამოიჩინა, რადგან ეს 15 ან ნაკლები გაშვებული გოლით მოპოვებული ზედიზედ მეშვიდე ლიგის ტიტულია.

ალექსია, ყველაზე მეტი ლიგის ტიტულის მქონე მოთამაშე

ლიგის ტიტულის ბოლოდროინდელ მოგებებში ერთი სახელი გამოირჩევა და ეს ალექსია პუტელიასია. კატალონიელმა ნახევარმცველმა გუნდში ყველაზე მეტი, ცხრა ტიტული მოიპოვა, რითაც “ბლაუგრანას” კიდევ ერთ ლეგენდას, შვიდი ტიტულის მქონე აიტანა ბონმატის უსწრებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 23 აპრ 2026, 15:51
    #5

    გილოცავთ

  • nika 54
    schedule 23 აპრ 2026, 15:20
    #4

    კარგია, იმედია შარშანდელივით არ დაკარგავენ ლიგას.

  • me da barca
    schedule 23 აპრ 2026, 13:40
    #3

    26-დან 25 მოგება, ბურთები 116-7, როცა მეორე ადგილოსან რეალს ამის ნახევარიც არ აქვს გატანილი 55-17
    დასანანია, რომ შარშან არავინ, რომ არ ელოდა ისეთ გუნდთან წააგეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ავტობუსა არსენალთან. ზეგ აქვთ ნახევარფინალი ბავარიასთან, მეორე წყვილი არსენალი-ლიონი. შარშანაც ნახევარფინალიდან გააგდო არსენალმა ლიონი.

  • CHEPE
    schedule 23 აპრ 2026, 11:08
    #1

    ლალიგაში მიაყოლონ მასე და პერესი მოკვდება სანამ წავა🤣🤣🤣🤣