კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა განაცხადა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მადრიდის “რეალის” მწვრთნელი. დანიმ ასევე თქვა, რომ ჟოზე მოურინიო არ არის მისი კლუბის მეტოქე.
“მოურინიო არ არის ჩვენი მეტოქე. ჩვენი მეტოქე 19 ესპანური გუნდია და მათ შორის რა თქმა უნდა იმყოფება მადრიდის “რეალიც”. არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე კლუბში მოვა თუ არა ახალი მწვრთნელი.”ბარსელონა” ითამაშებს ისე, როგორც აქამდე და კვლავ განაგრძობს ტიტულების მოპოვებას.” ციტირებს ალვესის სიტყვებს კატალონიური ჟურნალი Sport.
წყარო: championat.ru



