workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩიგრინსკი: “სწორედ როსელს სურდა ჩემი გაყიდვა”

ჩიგრინსკი: “სწორედ როსელს სურდა ჩემი გაყიდვა”

დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელმა დიმიტრი ჩიგრინსკიმ კატალონიურ ჟურნალ sport–ს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა მისი “ბარსელონადან” გაყიდვის თაობაზე. ჩიგრინსკიმ თქვა, რომ მას გვარდიოლამ დაურეკა და უთხრა თუ რატომ იყო საჭირო მისი გუნდიდან წასვლა და თუ ვის სურდა ეს.

“ივნისის ბოლოს გვარდიოლამ დამირეკა და მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. პეპი ჩემით კმაყოფილი იყო და სურდა გუნდში ვყოლოდი. რამდენიმე დღის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ როსელს ჩემი გაყიდვა განუზრახავს. მე იმწამსვე გადავურეკე გვარდიოლას და ვუთხარი რაც ხელმძღვანელობამ მითხრა. მან ამიხსნა, რომ ძალიან უნდოდა ჩემი დატოვება, თუმცა “ბარსელონას” ფინანსური პრობლემები ჰქონდა და სანდრომ ჩემი ტრანსფერზე დაყანება გადაწყვიტა. ეს ძლიერ მეწყინა, თუმცა რას ვიზამდი? იმწამსვე გავემართე კიევისაკენ, სადაც შევხვდი “შახტარის” პრეზიდენტ რინატ ახმეტოვს და ავუხსენი არსებული სიტუაცია. რინატმა მითხრა, რომ მზად იყო კატალონიური კლუბისათვის გადაეხადა 15 მილიონი ევრო, რათა დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ კლუბში. აი ასე დავტოვე “ბარსელონა”. განაცხადა ჩიგრინსკიმ.

წყარო: championat.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში