workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანელთათვის 10 ყველაზე საყვარელი პიროვნება

ესპანელთათვის 10 ყველაზე საყვარელი პიროვნება

ესპანური ინტერნეტ გამოცემა ELMUNDO.es უკვე მეორე ათეული წელია ატარებს გამოკითხვას ესპანეთში, რომლის მიხედვითაც დგინდბეა ყველაზე პოპულარული პიროვნებების ათეული მთელი ესპანეთის მასშტაბით. 2002 წლიდან 2010 წლამდე ესპანელ ხალხში ყველაზე დიდი პოპულარობით ესპანეთის მეფე და მისი ოჯახი სარგებლობდა, მათ ხალხის სიყვარული არც დღეს აკლიათ თუმცა ფეხბურთი და საერთოდ სპორტი არამხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში მეფობს. მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ კი ესპანეთში სიტუაცია  რადიკალურად შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ამ ათეულში ორი “ბარსელონას” ფეხბურთელიც მოხვდა, რაც ძალიან საამაყო და გასახარია. თუმცა ჩვენს საიტზე ობიქტურობის დაცვა ბევრს გაუჭირდება და გაითვალისწინეთ ეს ესპანელთა აზრია და არა თქვენი.

იკერ კასილიასის “ცხოვრების ნახტომი”

პიროვნებათა შეფასება ხმების რაოდენობის მიხედვით, რვაბალიანი სისტემით მოხდა და უმაღლესი 8 ბალი ესპანელმა “სუპერ ჩოგანმა” რაფაელ ნადალმა მოაგროვა. მსოფლიო ჩემპიონატის გმირი იკერ კასილიასი კი მეორე ადგილზე 7,35 ბალით გავიდა. ჩოგბურთს და ფეხბურთს მხოლოდ მცირედით ჩამორჩა კალათბურთელი პოლ გაზოლი რომელიც საპატიო მესამე ადგილზე 7,25 ბალით მოხვდა. ჩვენთვის უსაყვარლესმა “სიკვდილამ” რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ესპანეთის ჩემპიონობა ფინალურ მატჩში 6,66 ბალი დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. საუკეთესო ხუთეულში მოხვდა კიდევ ერთი “ბარსელონალი” “ელ გუახე”, ვილიამ 6,64 ბალით მეხუთე ადგილი დაიკავა. მეექვსე ადგილზე გავიდა ესპანეთის დედოფალი სოფია, 6,42 ბალით რაც ძალზედ უჩვეულოა ამ ქვეყნისათვის. ესპანეთის ნაკრების წლევანდელმა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ მე-7 ადგილი დაისაკუთრა ესპანელთა გულებში და 6,26 ბალს მოუყარა თავი. მან მცირედით გაასწრო ესპანეთის მეფეს ხუან კარლოს I-ს, რომელმაც 6,14 ბალი დააგროვა. მე-9 ადგილზე გავიდა ესპანეთში ყველაზე პოპულარული სპორტული ჟურნალისტი მატიას პრატსი 5,84 ბალით, ხოლო ესპანეთის პრინცმა ფელიპემ 5,22 ბალი მოაგროვა და მხოლოდ მეათე ადგილს დასჯერდა.

1. რაფაელ ნადალი
2. იკერ კასილიასი
3. პოლ გაზოლი
4. ანდრეს ინიესტა
5. დავიდ ვილია
6. დედოფალი სოფია
7. ვისენტე დელ ბოსკე
8. ხუან კარლოს I
9. მატიას პრატსი
10. პრინცი ფელიპე

 

 რაფაელ ნადალი და პოლ გაზოლი გულშემატკივრებთან შეხვედრისას 

davidvilla7.com

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward