workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “ვსწავლობდი და ვსწავლობ დელ ბოსკესაგან”

გვარდიოლა: “ვსწავლობდი და ვსწავლობ დელ ბოსკესაგან”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა ესპანეთის ნაკრების დამრიგებელ ვისენტე დელ ბოსკეზე. პეპმა ასევე კომენტარი გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც.

“მე უკვე მაშინ ვცემდი დელ ბოსკეს პატივს, როცა მან მადრიდის “რეალი” ჩაიბარა. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი და ვსწავლობ. როდესაც ვისენტეს გუნდის თამაშს ვუყურებ, ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. იგი ჩემი კუმირია. ახლა რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს. ნამდვილად არ ვიცი ზლატანი დატოვებს თუ არა კლუბს. ამის თაობაზე კარგი იქნება მიმართოთ “ბარსელონას” სპორტის პრეზიდენტს. ერთი რამ კი აშკარაა: შვედი ფორვარდი ვარჯიშობს კატალონიურ კლუბთან ერთად და იმყოფება შესანიშნავ ფორმაში.” ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Marca.

წყარო: championat.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში