სკ “ბარსელონა” თელ-ავივში უკვე გაფრინდა. დილის 9.00 საათის შემდეგ, გუნდი ელ-პრატიდან ისრაელში გაემგზავრა, სადაც ისინი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, შაბათიდან კვირამდე იქნებიან. ჯგუფს ასევე გაჰყვა ხელმძღვანელად, სანდრო როსელი ვიცე-პრეზიდენტები ხოსეპ მარია ბართომეუ, ხავიერ ფაუსი, ჟორდი კარდონერი. დირექტორებიდან, ჟორდი მოიქსი, რამონ პონეტი, დიდაკ ლი და ხოსეპ რამონ ვიდალ-აბარსა ასევე რა თქმა უნდა კლუბის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა. 24 ფეხბურთელს ასევე შეუერთდა ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ლუის ბასატი და 4 ფანი თვითმფრინავში, რომლის ტევადობაც 132 ადამიანია.
თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში დაჯდება, თელ-ავივში დაახლოვებით 14.30 საათზე (ადგილობრივი დროით). ექსპედიცია სასტუმრო ინბალ იერუსალიმში დაახლოვებით 16.15 საათზე.
დატვირთული გრაფიკი
- პალესტინაში მოგზაურობის შემდეგ, ფეხბურთელები ეწვევიან ქრისტეს შობის ბაზილიკას, ბეთლემში. ზუსტად 18.00 საათზე კი ისინი მუკატას ეწვევიან, პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის შტაბ-ბინას. მათ პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი მიიღებს და ასევე ადგილობრივი ხელისუფლება.
- დატვირთულ დღეს, ფეხბურთელები ასევე ეწვევიან მუნიციპალურ სტადიონს, ჰევრანთან ახლოს, რომელიც 24 500 მაყურებელს იტევს და ადგილია პირველი კლინიკის, რომელიც შედგება და ითვალისწინებს სემინარებისა თუ სხვადასხვა მინი-თამაშების ჩატარებას, პალესტინელი ბავშვებისათვის, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა “ბარსელონას” ვარსკვლავებთან ერთად ურთიერთქმედებისა.
