მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავება მისი გუნდისათვის არც თუ ისე ადვილი იქნება. ასევე პორტუგალიელმა სპეციალისტმა კატალონიის “ბარსელონაზეც” თქვა ორიოდე სიტყვა.
“ნამდვილად არ არის ადვილი გახდე ესპანეთის ჩემპიონი. ამისათვის საჭიროა იყო მებრძოლი და შენს თავში დარწმუნებული. რაც შეეხება “ბარსელონას”, კლუბებს ეშინიათ მათი თავდამსხმის. ეს უკვე ფსიქოლოგიური ამბავია. ამის მიუხედავად “ინტერმა” დაამტკიცა, რომ ისეთი გუნდი, როგორიც “ბლაუგრანაა” შეიძლება გატყდეს თუ ეთამაშები დაცვით ფეხბურთს. ასე რომ თუკი მილანელებმა შეძლეს და დაამარცხეს კატალონიელები, არამგონია მადრიდელებს გაუჭირდეთ ამის გამეორება.” ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Marca.
წყარო: championat.ru
