workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბატისტა: “მინდა მესიმ ისე ითამაშოს არგენტინის ნაკრებში, როგორც ამას “ბარსელონაში” აკეთებს”

ბატისტა: “მინდა მესიმ ისე ითამაშოს არგენტინის ნაკრებში, როგორც ამას “ბარსელონაში” აკეთებს”

არგენტინის ნაკრების მწვრთნელის ფუნქციების შემსრულებელმა სერხიო ბატისტამ განაცხადა, რომ ლიონელ მესის მის მიმართ ნათქვამი სიტყვები ძალიან სასიამოვნო იყო.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ამხანაგური მატჩის შემდეგ შეაქო ბატისტა და განაცხადა, რომ მის სისტემაში ძალიან კარგად გრძნობს თავს. ასევე ლეომ “ბარსელონა” და არგენტინა შეადარა ერთმანეთს.

“დიდ მადლობას ვუხდი მესის ასეთი სიტყვებისათვის. მას 2008 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ვიცნობ. ძალიან მიხარია ლეომ ირლანდიასთან კარგად რომ ითამაშა და მოეწონა ის პოზიცია, სადაც ასპარეზობდა. ჩემი დიდი სურვილია მან ისე შესანიშნავად ითამაშოს არგენტინის ნაკრებში, როგორც ამას კატალონიის “ბარსელონაში” აკეთებს.” ციტირებს ბატისტას სიტყვებს Clarin.

წყარო: championat.ru

 

P.S. ეს გახლავთ ახალძრავიანი Barcamania.ge–ს მე–1600 სტატია. როგორც მოგეხსენებათ ადმინისტრატორებმა საიტის ძრავა 5 მაისს შეცვალეს. სწორედ ამიტომ აბსოლიტურად ყველა სტატია წაიშალა. ასე და ამგვარად 3 თვეში და 9 დღეში მწერლებმა შესანიშნავად იმუშავეს და დაწერეს რა 1600 სტატია. გილოცავთ ამ მართლაც ბრწყინვალე შედეგს და წარმატებას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში