მანჩესტერ “სიტი” არ ეშვება ესპანური “ბარსელონას” შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, იტყობინება The Sun. იგივე წყაროზე დაყრდნობით, ქალაქელები იბრაჰიმოვიჩს შესანიშნავ შეთავაზებას უკეთებენ. 4 წლის განმავლობაში ზლატანი მიიღებს 116 მილიონ ევროს. ასე და ამგვარად კატალონიელების ფორვარდი შეიძლება გახდეს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებიანი ფეხბურთელი და გადაასწროს რა ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს. მანჩესტერ “სიტის” არაბმა პრეზიდენტმა მანსურმა უკვე განიხილა ეს თემა შვედის აგენტ მინო რაიოლასთან. ახლა ყველაფერი იბრაჰიმოვიჩზეა. იგი გადაწყვეტს სად წავა. ამჯობინებს ფულს მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო კლუბს?
წყარო: sports.ru
