როგორც “სპორტი” იტყობინება, პეპ გუარდიოლას გეგმებში აღარ შედის ზლატანი და კლუბმა შვედი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე დააყენა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იბრას გაყიდვა დღეს ძალიან რთული იქნება. შეგახსენებთ, რომ “ბარსამ” ზლატანი თითქმის 60 მილიონ ევროდ იყიდა და ბევრად ნაკლებ ფასში გასხვისება არ იგეგმება.
კატალონური “სპორტის” ჟურნალისტმა იქვე დასძინა, რომ იბრას წასვლის შემთხვევაში კლუბი მაინც ვერ დარჩება მოგებაში, რადგან დღეს მასში არავინ გადაიხდის ამხელა თანხას. გარდა ამისა განიხილება სხვა ვარიანტებიც, მაგალითად რობინიოს ტრანსფერში ჩართვა.
sport.es: როსელს იბრას გაყიდვა გადაუწყვეტია
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.