31 წლის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის საკარიერო მონაგარი ჩემპიონთა ლიგის 2 თასი, 3 პრიმერას თასი და ერთიც სამეფო თასია.
ალბერტმა “ბარსა” შარშან დატოვა და “ჟირონაში” გადავიდა. რამდენიმე დღის წინ, კი ოფიციალურად განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.
ვალდესის ჩრდილქვეშ
როგორც მოგეხსენებათ ჟორკერა ყოველთვის მეორე მეკარედ მოისაზრებოდა. ვალდესის უკეთესი ასპარეზობა მას ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსს არ აძლევდა და თავის გამოჩენა პინტოს მსგავსად, მხოლოდ სამეფო თასის მატჩებში უხდებოდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა ჩაეტარებინა 27 ოფიციალური მატჩი, “ბარსას” მაისურით, რომელიც შემდეგნაერად გადანაწილდა : 7 მატჩი პრიმერაში, 13 თასზე, 3 ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და ერთი მატჩიც ესპანეთის სუპერთასზე.
მძიმე ტრავმა
ბოლო წლებში ალბერტს ყველაფერთან ერთად ტრავმებიც ხელს უშლიდა. ყველაზე მძიმე ტრავმა მან 2007 წლის 29 დეკემბერს მიიღო და თითქმის მთელი წელი იშუშებდა.