ესპანური “ბარსელონას” ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ უარი განაცხადა 11 აგვისტოს გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, სადაც ერთმანეთს მალის და გვინიის ნაკრებები უნდა დაუპირისპირდნენ, იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი. ასე და ამგვარად კეიტას შეეძლება დაეხმაროს “ლურჯ–ნარინჯისფერებს” 14 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში “სევილიას” წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ჯონათან დოს სანტოსმა და უარი განაცხადა მექსიკის ნაკრების დახმარებაზე. “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ეს ორი ფეხბურთელი ძალიან დაეხმარება სუპერთასის მოპოვებისთვის ბრძოლაში.
“მე უკვე ვესაუბრე მწვრთნელს და გადავწყვიტე, რომ ამხანაგურ მატჩში არ მივიღებ მონაწილეობას. ვეცდები ყველაფერი გავაკეთო, რათა დავეხმარო “ბარსელონას” სუპერთასის მოპოვებაში”. –განაცხადა სეიდუმ.
წყარო: soccer.ru
