workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი არ გადმოვა!

ფაბრეგასი არ გადმოვა!

გუშინ შედგა შეხვედრა სესკ ფაბრეგასსა და ლონდონის “არსენალის” მწვრთნელ არსენ ვენგერს შორის. როგორც გაირკვა ფრანგმა დამრიგებელმა დააჯერა ახალგაზრდა ნახევარმცველს, რომ ლონდონელ გულშემატკივრებს იგი ძალიან უყვართ და კარგი იქნებოდა თუ კიდევ მინიმუმ ერთი წელი გაახარებდა მათ გულებს. როგორც მოგეხსენებათ ფრანსესკით დაინტერესებული იყო კატალონიის “ბარსელონა”. ასე და ამგვარად ეს ტრანსფერი წელს არ შედგება. ამის შესახებ თავად ფაბრეგასმა გააკეთა კომენტარი.

“პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო “არსენალის” გულშემატკივრებს იმიტომ, რომ მათ ჩემი გადაწყვეტილება ადრევე არ გავაგებინე. თუმცა მეც არ ვიცოდი რა უნდა მექნა. არაფერს დავმალავ: “ბარსელონაში” გადასვლა ჩემთვის ძალიან კარგი ვარიანტი იყო. სწორედ ამ კლუბში ვისწავლე ფეხბურთის თამაში. ამასთან ბარსელონა ჩემი მშობლიური ქალაქია. იქ არიან ჩემი ყველა ნათესავი და მეგობრები. ჩემს ადგილზე ყველა იოცნებებდა ასეთ გარემოებაში თამაშს. თითქმის ყოველდღე ვესაუბრებოდი არსენ ვენგერს კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტეთ და არსად არ მივდივარ. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ლონდონელ ფანებს. შემიძლია თავი დავდო, რომ ყველანაირი მოლაპარაკება შეწყვეტილია და ინგლისში ვრჩები.” ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Sky Sports.

წყარო: sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში