გუნდის თვითმფრინავი პეკინის საერთაშორისო აეროპორტში ღამის 2 საათზე დაეშვა, რამდენიმე საათის შემდეგ რაც დასრულდა შეხვედრა სამხრეთ კორეულ k-league-სა და ბარსელონას შორის.
დაახლოვებით 300 ფანი აეროპორტში სულმოუთქმელად ელოდა საყვარელ ფეხბურთელებს და პეპ გუარდიოლას. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ლეო მესი მოექცა. არგენტინელ ვარსკვლავს, ჩინეთს პოლიციამ დიდი გაჭირვებით დაატოვებინა აეროპორტის ტერიტორია.
ფანებთან ერთად, პეკინის საერთაშორისო აეროპორტი, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების დაინტერესების საგანი გახდა.
”ბარსელონამ” მალევე დატოვა აეროპორტის ტერიტორია და”პეკინ-შანხაის სპა სასტუმროში” დაბინავდა,სადაც საუკეთესო გარემოა შექმნილი დასვენებისთვის.

”ბარსელონა” პეკინშია
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.