საფეხბურთო კლუბების მიერ მოპოვებული ტიტულები რაოდენობით, ხარისხით და მნიშვნელობით ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. ხშირად დაობენ იმაზე, თუ ვის უფრო მეტი პუპულარული ჯილდო აქვს მოგებული, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე ტიტულიანი კლუბების გამოსავლენად მათ მიერ მოპოვებული ტიტულების რაოდენობა ჯამდება. მსოფლიოს და ევროპულ საფეხბურთო გრანდთა ფეხბურთელები, თუ უბრალო გულშემატკივრები ძალიან ამაყობენ საკუთარი ფავორიტი საფეხბურთო გუნდების ისტორიით, რასაც ძირითადად მოგებული ჯილდოები ქმნის, ფეხბურთში საფეხბურთო სტილთან და უშუალოდ მოედანზე ნაჩვენებ შოუსთან ერთად გუნდების მოგებული ტიტულები, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ამა თუ იმ გუნდის საქომაგოდ.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გმერკვია ვინ არის ყველაზე მეტი ტიტულის მქონე გუნდი ევროპულ, თუ მსოფლიოს საფეხბურთო გრანდთა შორის. შემოგთავაზებთ მსოფლიოს უდიდესი ისტორიის მქონე კლუბების მიერ მოგებული ტიტულების სტატისტიკას.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათ შორის ყველაზე ტიტულიანი არა მადრიდის “რეალი”, “მილანი” ან “ბაიერნია”, არამედ ის კატალონიური კლუბი, რომელიც პირველ რიგში საკუთარი ლამაზი ფეხბურთითაა სახელგანთქმული და შემდეგ მოგებული ტიტულების რაოდენობით.
მსოფლიოს საფეხბურთო გრანდების ათეული ტიტულების რაოდენობის მიხედვით:
1. “ბარსელონა” – 106 ტიტული (ესპანეთი)
2. მადრიდის “რეალი” – 100 ტიტული (ესპანეთი)
3. “ბენფიკა” – 89 ტიტული (პორტუგალია)
4. “აიაქსი” – 69 ტიტული (ჰოლანდია)
5. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 66 ტიტული (ინგლისი)
6. “პორტო” – 66 ტიტული (პორტუგალია)
7. “ლივერპული” – 65 ტიტული (ინგლისი)
8. “რივერ პლეიტი” – 63 ტიტული (არგენტინა)
9. მიუნხენის “ბაიერნი” – 54 ტიტული (გერმანია)
10. “იუვენტუსი” – 52 ტიტული (იტალია)
ათეულში ვერ მოხვდნენ ისეთი საფეხბურთო გრანდები, როგორებიცაა: “მილანი” – 50 ტიტული, “პსვ” – 49 ტიტული, “არსენალი” – 37 ტიტული, მადრიდის “ატლეტიკო” – 31 და “ბოკა ხუნიორსი” – 31 ტიტული.
წყარო: http://www.fcbarcelona.com/web/english/futbol/palmares/palmares.html
http://www.realmadrid.com/cs/Satellite/en/First_Team/1193041481370/Palmares/Honours.htm



