workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “ბეგერისტაინმა “ბარსელონასთვის” ძალიან ბევრი გააკეთა”

სუბისარეტა: “ბეგერისტაინმა “ბარსელონასთვის” ძალიან ბევრი გააკეთა”

კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ანდონი სუბისარეტამ, რომელიც სულ ახლახანს დანიშნულ იქნა “ბარსელონას” სპორტის დირექტორად, ისაუბრა თავისი წინამორბედის, ჩიკი ბეგერისტაინის შესახებ.

“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდესმე ყოფილა ამ პოსტზე. ახლა კი ვიტყვი ორიოდ სიტყვას ჩიკი ბეგერისტაინის შესახებ. იგი იყო შესანიშნავი და “ბარსელონასთან” ერთად ძალიან ბევრს მიაღწია. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ადამიანის ადგილი რომ დავიკავე. რაც შეეხება კლუბის მდგომარეობას, ყველაფერი კარგად არის და ტრანსფერებიც კეთდება.” განაცხადა ანდონი სუბისარეტამ.

წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში