მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიდერები ლა ლიგის დასაწყისიდან დასასრულამდე უკვე მეორედ

ლიდერები ლა ლიგის დასაწყისიდან დასასრულამდე უკვე მეორედ

“ბარსელონას” მიერ ჩატარებულ ტრიუმფალურ სეზონში კატალონიური კლუბი ჩემპიონატის სათავეში 38 ტურის განმავლობაში იმყოფებოდა. თავიდან ბოლომდე. 

“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ლიდერობა ჯერ კიდევ პირველ ტურში “რეალ სოსიედადის” დამარცხებით (5:1) მოიპოვეს, მაშინ კატალონიელებს უპირატესობა ტურნირზე გატანილი და გაშვებული გოლებით ჰქონდათ. ამ მატჩის შემდეგ ტიტო ვილანოვას გუნდმა ტიტულისათვის ბრძოლა დაიწყო. შემდგომ კი ლა ლიგის ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი დააფიქსირა. 6 გამარჯვება საწყის 6 ტურში. სწორედ ამ მიღწეულმა მაჩვენებლებმა “ბარსელონას” ლიდერობა მოუტანა, რომელსაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ვენეიბლსი – წინამორბედი 

აქამდე ერთადერთი მსგავსი ფაქტი და “ბარსელონას” სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე დომინირება 1984-1985 წლების სეზონში მოხდა. იმ წელს გუნდს ტერი ვენეიბლსი წვრთნიდა და კლუბს პირველობა სადებიუტო მატჩში “ბერნაბეუზე” მოპოვებული გამარჯვებით (0:3) მოუტანა. კატალონიელებმა საწყის 5 ტურში 5 გამარჯვება მოიპოვეს და ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მოიპოვეს. “ვალიადოლიდთან” (1:2) გამარჯვების შემდგომ. სწორედ იმ სეზონში გაჩნდა პირველად “ურუთი, მე შენ მიყვარხარ!”, როდესაც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეკარემ საჩემპიონო მატჩში პენალტის მოგერიება მოახერხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში