workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ფერნანდესი: ”ამ ”ბარსელონას” დრო ჯერ არ წასულა!”

ლუის ფერნანდესი: ”ამ ”ბარსელონას” დრო ჯერ არ წასულა!”

ცნობილმა ფრანგი მწვრთნელი, ლუის ფერნანდესი თვლის, რომ ”ბარსელონას” ერის დამთავრებაზე საუბარი ჯერ ადრეა. 

”ძალიან მიყვარს ამჟამინდელი ”ბარსა” და მისი დრო ჯერ არ წასულა! ”ბარსელონა” – ეს თამაშია, ”ბარსელონა” – ეს სტილია და ამ ისტორიას ჯერ კიდევ დიდი ხანი არ დაესმევა წერტილი! როდესაც შენ ამ კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხედავ, მაშინ მიხვდები, რომ კატალონიელების დიადი ისტორია გაგრძელდება. ჩვენ კიდევ დიდ ხანს გვექნება საშუალება დავტკბეთ ”ბარსელონას” თამაშით. სამშაბათს კი, ”ბლაუგრანამ” წააგო თამაში მეტოქესთან, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა კატალონიელების სუსტი და ძლიერი მხარეები.” – განაცხადა ლუის ფერნანდესმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward